"დორტმუნდი" რურის დერბიში მასპინძლობს "შალკეს" და ეს შეხვედრა ცენტრალურია ბუნდესლიგის მორიგ ტურში.
ეს იმის მიუხედავად, რომ "ხუმარები" მიმდინარე სეზონში უბრალოდ საშინლად თამაშობენ და მათი გარჯა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ "შალკეს" ჯერაც არ გაუნაღდებია ადგილი ბუნდესლიგაში. რაც შეეხება ლუსიენ ფავრის "დორტმუნდს", ამ გუნდის მიზანი მხოლოდ 3 ქულაა. ეს საშუალებას მისცემს გუნდს, საჩემპიონო ბრძოლაში დარჩეს "ბაიერნის" შედეგის მიუხედავად.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს აკლია რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი, ბრძოლა ძალიან ფიცხელი უნდა გამოდგეს. ფავორიტი მასპინძელია, მაგრამ, ალბათ, "შალკემაც" უნდა
გამოიღვიძოს ოდესმე და დერბიში მაინც ითამაშოს ღირსეულად...
კიდევ ერთი დერბი, ამჯერად - ბავარიული. "ბაიერნი" სტუმრობს "ნიურნბერგს". მიუხედავად იმისა, რომ ნიკო კოვაჩის გუნდი გასვლაზე ხვდება მოწინააღმდეგეს, წესით, იოლად უნდა მოუგოს. "ნიურნბერგის" სატურნირო მდგომარეობა ბევრ რამეზე მეტყველებს. თანაც, ბოლო დროს "რეკორდმაისტერი" უბრალოდ შეუჩერებელია ბუნდესლიგაში.
დიდი ბრძოლაა ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის. თუ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე თამაში სურს, "ლევერკუზენმა" უსათუოდ უნდა მოუგოს "აუგსბურგს". წესით, წყვილის მასპინძლებს რაიმე განსაკუთრებული მოტივაცია არ აქვთ, მაგრამ ვნახოთ...
ასევე უნდა მოიგონ "აინტრახტმა", "გლადბახმა" და "ჰოფენჰაიმმა". ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ არც - შეუძლებელი. ფაქტია, ამ გუნდებს დიდი მოტივაცია აქვთ, მაგრამ გერმანიაში იოლად არავინ არაფერს თმობს...
ფაქტები
- "აუგსბურგისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
- "დორტმუნდმა" უკანასკნელ დაპირისპირებაში შეძლო "შალკეს" ძლევა.
- "აინტრახტისა" და "ჰერტას" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
- "ჰანოვერსა" და "მაინცს" შორის უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- "ფორტუნა" და "ვერდერი" ბუნდესლიგაში 3-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სამივე შემთხვევაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ფრაიბურგმა" ბოლო 2 შეხვედრა მოუგო "ლაიპციგს".
- "შტუტგარტისა" და "გლადბახის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
- "ბაიერნმა" მიჯრით 4 შეხვედრაში აჯობა "ნიურნბერგს".
ბუნდესლიგა. XXXI ტური
პარასკევი, 26 აპრილი
აუგსბურგი-ლევერკუზენი 1:4
გოლები: 1:0 დანსო (12), 1:1 ვოლანდი (15), 1:2 ჰავეცი (48), 1:3 ტაჰი (60), 1:4 ბრანდტი (88)
შაბათი, 27 აპრილი
დორტმუნდი-შალკე 17:30ლაიპციგი-ფრაიბურგი 17:30
აინტრახტი-ჰერტა 17:30
ჰანოვერი-მაინცი 17:30
ფორტუნა-ვერდერი 17:30
შტუტგარტი-გლადბახი 20:30
კვირა, 28 აპრილი
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 17:30
ნიურნბერგი-ბაიერნი 20:00
ბომბარდირები: 21 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - იოვიჩი (აინტრახტი), პ. ალკასერი (დორტმუნდი); 16 - როისი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), ბელფოდილი (ჰოფენჰაიმი); 14 - ჰალერი (აინტრახტი), ვერნერი (ლაიპციგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"