"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ მისი გუნდისა და "ბაიერნის" საჩემპიონო რბოლაზე გააკეთა კომენტარი.
"გერმანელების 70% "დორტმუნდს" უჭერს მხარს. "ბაიერნი" თუ ჩემპიონი გახდა, ზეიმზე 3 ათასი გულშემატკივარი და ათასხუთასი ტურისტი მივა. თუ ჩვენ მოვიგეთ ბუნდესლიგა, სულ სხვა ვითარება იქნება.
როდესაც დორტმუნდში თამაშია, ეს შობას ჰგავს. ყველგან დროშები და ემოციებია. ასეთი გუნდი რომ ჩემპიონი გახდეს, საჩემპიონო ზეიმი გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება", - ციტირებს Sport1.de ვატცკეს.