ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "დორტმუნდი" საკუთარ მოედანზე 2:4 დამარცხდა "შალკესთან".

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა ორი ფეხბურთელი გააძევა: მე-60 წუთზე მარკო როისი, ხოლო 65-ეზე მარიუს ვოლფი.

"დორტმუნდი" 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბაიერნს", რომელიც 28 აპრილს სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიურნბერგს" ხვდება და ფინიშის სწორზე სერიოზული ფორის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 80 196 მაყურებელი
დორტმუნდი - შალკე 2:4
გოლები: 1:0 გიოტცე (14), 1:1 კალიჯური (18, პენ), 1:2 სანე (28), 1:3 კალიჯური (62), 2:3 ვიტსელი (84), 2:4 ემბოლო 86)
გაძევება:
როისი (60), ვოლფი (65)

მკითხველის კომენტარები / 1 /
სრულიად სამართლიანი შედეგია. ორივე ფეხბურთელი გასაგდები იყო! დორტმუნდმა აქ დაამთავრა ყველაფერი - გამოჩნდა, რომ ფინიშზე ძალა აღარ ეყო, მაგრამ შალკემ 4 ბურთი როგორ გაიტანა, ეგ მიკვირს
:))))
10:35 28-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული