27 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "დორტმუნდი" საკუთარ მოედანზე 2:4 დამარცხდა "შალკესთან".
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა ორი ფეხბურთელი გააძევა: მე-60 წუთზე მარკო როისი, ხოლო 65-ეზე მარიუს ვოლფი.
"დორტმუნდი" 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბაიერნს", რომელიც 28 აპრილს სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიურნბერგს" ხვდება და ფინიშის სწორზე სერიოზული ფორის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 80 196 მაყურებელი
დორტმუნდი - შალკე 2:4
გოლები: 1:0 გიოტცე (14), 1:1 კალიჯური (18, პენ), 1:2 სანე (28), 1:3 კალიჯური (62), 2:3 ვიტსელი (84), 2:4 ემბოლო 86)
გაძევება: როისი (60), ვოლფი (65)