"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
4 მაისს, ბუნდესლიგის 32-ე ტურში "ბაიერნმა" იმარჯვა, "დორტმუნდმა" კი გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"ბაიერნმა" სახლში  3:1 სძლია "ჰანოვერს", "დორტმუნდი" კი გასვლაზე 2:0-ს უგებდა "ვერდერს" და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლიდერი "ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით უსწრებს.

"ბაიერნი" 11 მაისს სტუმრად "ლაიპციგს" დაუპირისპირდება, ხოლო 18 მაისს "აინტრახტს" უმასპინძლებს. რაც შეეხება "დორტმუნდს", ჯერ "ფორტუნას" მიიღებს, შემდეგ კი სტუმრად "გლადბახს" შეხვდება.

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი და თავის გუნდში მე-700 მატჩი ჩაატარა.

მიუნხენი. "ალიანც არენა".
75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 გორეცკა (40), 2:1 ჯონათასი (51, პენ), 3:1 რიბერი (83)
გაძევება: ჯონათასი (55)

ბრემენი. "ვეზერშტადიონი". 42 100 მაყურებელი
ვერდერი - დორტმუნდი 2:2
გოლები: 0:1 პულიშიჩი (6), 0:2 ალკასერი (41), 1:2 მოჰვალდი (70), პიზარო (75)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული