4 მაისს, ბუნდესლიგის 32-ე ტურში "ბაიერნმა" იმარჯვა, "დორტმუნდმა" კი გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
"ბაიერნმა" სახლში 3:1 სძლია "ჰანოვერს", "დორტმუნდი" კი გასვლაზე 2:0-ს უგებდა "ვერდერს" და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლიდერი "ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით უსწრებს.
"ბაიერნი" 11 მაისს სტუმრად "ლაიპციგს" დაუპირისპირდება, ხოლო 18 მაისს "აინტრახტს" უმასპინძლებს. რაც შეეხება "დორტმუნდს", ჯერ "ფორტუნას" მიიღებს, შემდეგ კი სტუმრად "გლადბახს" შეხვდება.
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი და თავის გუნდში მე-700 მატჩი ჩაატარა.
ბაიერნი - ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 გორეცკა (40), 2:1 ჯონათასი (51, პენ), 3:1 რიბერი (83)
გაძევება: ჯონათასი (55)
ბრემენი. "ვეზერშტადიონი". 42 100 მაყურებელი
ვერდერი - დორტმუნდი 2:2
გოლები: 0:1 პულიშიჩი (6), 0:2 ალკასერი (41), 1:2 მოჰვალდი (70), პიზარო (75)