"ბაიერნმა" "ლაიპციგს" სძლია და მეცხრამეტედ მოიგო გერმანიის თასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მაისს, გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნმა" 3:0 დაამარცხა "ლაიპციგი".

"ბაიერნმა" ამ სეზონშიც მოიგო ბუნდესლიგა და თასის ფინალში "ლაიპციგს" შეხვდა, რომელიც გერმანიის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა.

ანგარიში პირველ ტაიმში მიუნხენელთა თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც ამ ტურნირის ფინალებში მეხუთე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

78-ე წუთზე კომანმა მეორედ დამწუხრა აღმოსავლეთგერმანული გუნდი, ბოლოს ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, თავისი რეკორდი გააუმჯობესა და "რეკორდმაისტერმა" დამაჯერებლად იმარჯვა.

"ბაიერნმა" მეთორმეტედ შეასრულა ოქროს დუბლი.

"ბაიერნის" თავკაცი კოვაჩი პირველია, რომელმაც ოქროს დუბლი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში შეასრულა.

"ბაიერნში" უკანასკნელად ითამაშეს ვეტერანმა
ნახევარმცველებმა რობენმა და რიბერიმ.

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 74 322 მაყურებელი
ბაიერნი - ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (29), 2:0 კომანი (78), 3:0 ლევანდოვსკი (85)

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა, მარტინესი (ტოლისო 65), ტიაგო, გნაბრი (რობენი 73), მიულერი, კომანი (რიბერი 89), ლევანდოვსკი

ლაიპციგი: გულაჩი, კლოსტერმანი, კონატე (აიდარი 81), ორბანი (უპამეკანო 70), ჰალსტენბერგი, კამპლი, ადამსი (ლაიმერი 65), ზაბიტცერი, ფორსბერგი, ვერნერი, პოულსენი
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკან მოძრაობაში თავი ფეხივით მოიქნია, ფანტასტიკური გოლია.
emigranti
02:30 26-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული