გერმანიის სუპერთასზე "დორტმუნდთან" 0:2 დამარცხებულმა "ბაიერნმა" საკონტროლო მატჩში ჯავრი ბავარიის რეგიონული ლიგის "როტაჰ-ეგერნზე" იყარა - 23:0.
შეხვედრას 25 000 მაყურებელი დაესწრო და მიუნხენურ გუნდში "ატლეტიკოსგან" გერმანიისთვის სარეკორდო 80 მილიონ ევროდ შეძენილი მცველის, ლუკა ერნანდესის დებიუტი შედგა.
გოლები რენატუ სანშეშმა (2), ლეონ დაიაკუმ, რობერტ ლევანდოვსკიმ (3), სერჟ გნაბრიმ, კორენტენ ტოლისომ (4), ტომას მიულერმა (2), კვაზი ოკიერე ვრიდტმა (3), სარპეეგ სინგჰმა, ლეონ გორეცკამ (2), ალეკსანდერ ნოლენბერგერგერმა და ლარს დიტრიხმა გაიტანეს.
12 აგვისტოს "ბაიერნი" გერმანიის თასის პირველ რაუნდში სტუმრად "ენერგის" შეხვდება.