ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" გააგრძელებს კარიერას

AutoSharing Option
"ბაიერნმა" "ბარსელონასთან" ნახევარმცველ კოუტინიოს ტრანსფერი შეათანხმა.

Yahoo Esportes Brasil-ის მტკიცებით, "ბარსელონა" კოუტინიოს "ბაიერნში" ერთსეზონიანი იჯარით გაუშვებს.

ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და კოუტინიოს ახალ გუნდში გადასვლას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

კოუტინიო "ბარსელონამ" "ლივერპულისგან" 145 მილიონ ევროდ შეიძინა, მის რიგებში 76 მატჩში 21 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული