"ბაიერნმა" ბუნდესლიგის სტარტზე "ჰერტას" ვერ მოუგო - მალე კოუტინიო დაეხმარება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნი" სახლში "ჰერტასთან" ფრე 2:2 ითამაშა.

"ბაიერნი" მთელი მატჩის განმავლობაში დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დედაქალაქელებმა ფრეს მიაღწიეს.

ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც პირველმა გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ ხუთ სეზონში გაიტანა პირველივე ტურში გოლი. თუმცა, შემდეგ შესვენებამდე სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს.

მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ თავის მიერვე მონადირებული პენალტით ანგარიში 2:2 გახადა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბერლინელებმა მიუნხენიდან ქულის წაღება შეძლეს.

"რეკორდმაისტერმა" ჩემპიონატის საწყის ტურში 2011 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო - მაშინ
ოქროს მედლებს "დორტმუნდი" დაეუფლა.

ამ შეხვედრის წინ ლევანდოვსკი კლუბის ხელმძღვანელობისგან შეტევის გაძლიერებას მოითხოვდა და მალე "ბარსელონას" ნახევარმცველ კოუტინიოს დაიმატებენ.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბიერნი - ჰერტა 2:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 1:1 ლუკებაკიო (36), 1:2 გრუიჩი (38), 2:2 ლევანდოვსკი (60, პენ)

ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, კიმიჰი, პავარი, ალაბა, ალკანტარა, ტოლისო, გნაბრი (დევისი 87), კომანი, ლევანდოვსკი, მიულერი (სანშეში 85)

ჰერტა: იარსტეინი, მიტელშტედტი, შტარკი, რეკიკი, კლიუტნერი, დარიდა, ლეკი, ლუკებაკიო (სელკე 68), გრუიჩი, დუდა (სკიელბრედი 78), იბიშევიჩი (ეშვაინი 63)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული