17 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "დორტმუნდმა" სახლში 5:1 გაანადგურა "აუგსბურგი".
ანგარიში დებიუტშივე სტუმრებმა გახსნეს, რის შემდეგაც მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ალკასერმა დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - აუგსბურგი 5:1
გოლები: 0:1 ნიდერლეჰერი (1), 1:1 ალკასერი (3), 2:1 სანჩო (51), 3:1 როისი (57), 4:1 ალკასერი (59), 5:1 ბრანდტი (82)