31 აგვისტოს ბუნდესლიგაში ორი მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა.
"ბაიერნმა" სახლში 6:1 გაანადგურა "მაინცი", 7 ქულით მეორე ადგილზეა და 14 სექტემბერს გასვლაზე ლიდერ "ლაიპციგს" დაუპირისპირდება.
მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - მაინცი 6:1
გოლები: 0:1 ბოეტიუსი (6), 1:1 პავარი (36), 2:1 ალაბა (45), 3:1 პერიშიჩი (54), 4:1 კომანი (64), 5:1 ლევანდოვსკი (78), 6:1 დევისი (80)
"დორტმუნდი" კი მოულოდნელად 1:3 დამარცხდა სტუმრად დებიუტანტ "უნიონთან", 6 ქულით მეხუთე ადგილზეა და 14 სექტემბერს "ბაიერს" უმასპინძლებს. დედაქალაქელთა გუნდში ნახევარმცველი აკაკი გოგია
სათადარიგო იყო.
ბერლინი. "ან დერ ალტენ ფორსტერეი". 22 012 მაყურებელი
უნიონი - დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 ბუტლერი (22), 1:1 ალკასერი (25), 2:1 ბუტლერი (50), 3:1 ანდერსონი (75)