14 სექტემბერს, ბუნდესლიგის მე-4 ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "ბაიერი" 4:0 დაამარცხა.
"დორტმუნდი" 9 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და შემდეგ ტურში, 22 სექტემბერს ფრანკფურტში "აინტრახტს" შეხვდება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 17 სექტემბერს "ბარსელონას" უმასპინძლებს.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ბაიერი 4:0
გოლები: 1:0 ალკასერი (28), 2:0 როისი (50), 3:0 გერერო (83), 4:0 როისი (90)