იოახიმ ლიოვი: ნოიერი ჩვენი კაპიტანია, ტერ შტეგენი...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში პირველი ნომერი უნდა იყოს, მისმა ნათქვამმა კი "ბაიერნის" გოლკიპერი მანუელ ნოიერი გააღიზიანა. ბუნდესტიმის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ნოიერს დაუჭირა მხარი.

"გვიხარია, რომ მათი სახით მსოფლიო კლასის ორი მეკარე გვყავს.  ტრაპსა და ლენოსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ. ყველანი ამბიციურები არიან და თამაში უნდათ. ჩვენ ასეთი კონკურენცია გვჭირდება.

პირობას შევასრულებ, ტერ შტეგენს შანსს მივცემ. კარგად მესმის მისი იმედგაცრუების, მაგრამ კარში ერთი მეკარე უნდა ჩავაყენო.

მინდოდა ივნისში მეთამაშებინა, თუმცა მცირე ტრავმა ჰქონდა. ნოიერმა კი ამას წინათ
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ის ჩვენი კაპიტანია", - განუცხადა ლიოვმა "ბილდს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული