28 სექტემბერს ბუნდესლიგის მე-6 ტურში მეტად საინტერესო მატჩები გაიმართა.
პირველ ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" მოულოდნელად სახლში 1:3 დამარცხდა "შალკესთან" და ლიდერობა სტუმრად "პადერბორნის" მძლეველ (3:2) "ბაიერნს" დაუთმო.
მიუნხენელთა თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ რეკორდი დაამყარა - გერმანიის ჩემპიონატის 6 სასტარტო შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
"გლადბახმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმს" (3:0), "ბაიერმა" "აუგსბურგს" (ასეთივე ანგარიშით), ხოლო "ვოლფსბურგმა" "მაინცს" (1:0) სძლია.
"დორტმუნდი" სახლში ფრეს (2:2) დასჯერდა "ვერდერთან".