ერთი დებიუტანტი - ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა არგენტინასთან (9 ოქტომბერი) და ესტონეთთან (13 ოქტომბერი) მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პირველად ნაკრებში "ლევერკუზენის" ფეხბურთელი ნადიმ ამირი გამოიძახეს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ბერნდ ლენო (არსენალი)

მცველები: იონას ჰეკტორი (კიოლნი), მატიას გინტერი (გლადბახი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), ლუკას კლოსტერმანი, მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიპციგი), ნიკლას ზულე (ბაიერნი), ნიკლას შტარკი (ჰერტა)

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: იოზუა კიმიხი, სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კაი ჰავერცი, ნადიმ ამირი (ორივე ლევერკუზენი), ტონი კროოსი (რეალი), ტიმო ვერნერი (ლაოპციგი), იულიან ბრანდტი,
მარკო როისი (დორტმუნდი), ლუკა ვალდშმიდტი (ფრაიბურგი), ილკაი გუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), ემრე ჯანი (იუვენტუსი)

მომზადებულია twitter.com/DFB_Team_EN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული