ლეო მესი: ტერ შტეგენი და ნოიერი ერთი დონის მეკარეები არიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გერმანიის ნაკრების მეკარეები - მანუელ ნოიერი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეადარა ერთმანეთს.

"ეს ორი შესანიშნავი მეკარეა. მათ თამაშის მსგავსი მანერა აქვთ. ისინი ძალიან კარგად კითხულობენ თამაშს. ფეხით კარგად თამაშობენ.

ორივე კარის ხაზზე დიდებულად მოქმედებს. მარკს კარგად ვიცნობ და შემიძლია მასზე ვილაპარაკო, ნოიერის ვარჯიში კი არ მინახავს. მის თამაშებსაც არ ვუყურებ, მაგრამ ვთვლი, რომ ისინი ერთი დონის მეკარეები არიან", - ციტირებს მესის "მარკა".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული