იოახიმ ლიოვმა ნოიერისა და ტერ შტეგენის საკითხზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარის საკითხის შესახებ და თემას ნათელი მოჰფინა.

"როგორც აქამდე არაერთხელ ვთქვი - მანუელ ნოიერი ჩვენი კაპიტანია და ბუნებრივია, ის ნაკრების ძირითადი მეკარეა. ამ ეტაპზე ეს ამგვარად გახლავთ, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდება", - აღნიშნა ლიოვმა Kicker-თან საუბარში.

წინა სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბარსელონას" მეკარე ტერ შტეგენმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნაკრებში თამაში არ უწევს. "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი საკმაოდ მკაცრად შეეხო მანუელ ნოიერის საკითხს და გერმანიის ეროვნულ ნაკრებს
ფეხბურთელების არგაშვებით დაემუქრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული