"ბაიერნი" სერიოზულ კრიზისშია - ფრანკფურტში 1:5 განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს, ბუნდესლიგის მე-10 ტურში "აინტრახტმა" სახლში 5:1 მოუგო "ბაიერნს".

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მე-9 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "რეკორდმაისტერის" მცველი ჯერომ ბოატენგი.

არადა, ამ მატჩის წინ მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობდა, რომ მათი გუნდი მალე ფორმაში ჩადგებოდა, თამაშს თამაშზე მოიგებდნენ და გერმანიის ჩემპიონატი მოსაწყენი გახდებოდა.

"ბაიერნმა" 10 ტურში 16 გოლი გაუშვა, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა, 5 გოლი კი ერთ შეხვედრაში ბუნდესლიგაზე ბოლოს 10 წლის წინ გაუტანეს.

"ბაიერნი" 18 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ "გლადბახს" 4 ქულით ჩამორჩება
და 9 ნოემბერს "დორტმუნდს" უმასპინძლებს.

ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა". 51 500 მაყურებელი
აინტრახტი - ბაიერნი 5:1
გოლები: 1:0 კოსტიჩი (25), 2:0 სოუ (33), 2:1 ლევანდოვსკი (37), 3:1 აბრაჰამი (49), 4:1 ჰინტერეგერი (61), 5:1 პასიენსია (85)
გაძევება: ბოატენგი (9)
მკითხველის კომენტარები / 2 /
თან აინტრახტი არის რუსების გუნდი.
1941-1945
21:43 02-11-2019
4
ბაიერნი დიდი ხანია კრიზისშია, მაგრამ მისი ხელმძღვანელები სირაქლემას პოზიციაში ყოფნას არჩევენ. საქმე უკვე იქამდე მიიყვანეს, რომ იძულებულები არიან ცვლილებები მოახდინონ, მაგრამ ეს ძალიან არ უნდათ და თავის მოსატყუებელიც აღარაფერი დარჩათ. სულ რომ რონალდო მოიყვანონ, სანამ ეს მახინჯი სისტემა არ შეიცვლება, იქამდე ასე იწვალებს გუნდი
: )))))))
13:08 03-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული