2 ნოემბერს, ბუნდესლიგის მე-10 ტურში "აინტრახტმა" სახლში 5:1 მოუგო "ბაიერნს".
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მე-9 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "რეკორდმაისტერის" მცველი ჯერომ ბოატენგი.
არადა, ამ მატჩის წინ მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობდა, რომ მათი გუნდი მალე ფორმაში ჩადგებოდა, თამაშს თამაშზე მოიგებდნენ და გერმანიის ჩემპიონატი მოსაწყენი გახდებოდა.
"ბაიერნმა" 10 ტურში 16 გოლი გაუშვა, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა, 5 გოლი კი ერთ შეხვედრაში ბუნდესლიგაზე ბოლოს 10 წლის წინ გაუტანეს.
"ბაიერნი" 18 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ "გლადბახს" 4 ქულით ჩამორჩება და 9 ნოემბერს "დორტმუნდს" უმასპინძლებს.
ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა". 51 500 მაყურებელი
აინტრახტი - ბაიერნი 5:1
გოლები: 1:0 კოსტიჩი (25), 2:0 სოუ (33), 2:1 ლევანდოვსკი (37), 3:1 აბრაჰამი (49), 4:1 ჰინტერეგერი (61), 5:1 პასიენსია (85)
გაძევება: ბოატენგი (9)