"ბაიერნში" განაცხადეს, რომ "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი მათ გუნდში არ იმუშავებს.
Sport Bild-ის ცნობით, ვენგერმა თავად დაურეკა მიუნხენური კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და თავისი სამსახური შესთავაზა.
"ბაიერნი" ძალიან აფასებს არსენ ვენგერს "არსენალში" მუშაობის მიხედვით, მაგრამ მას მწვრთნელობის კანდიდატად არ მოიაზრებს", - იუწყება გამოცემა.
როგორც იტყობინებიან, სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულამდე ჰანს-დიტერ ფლიკი უხელმძღვანელებს.
არსენ ვენგერი მზადაა "ბაიერნი" ზაფხულამდე გაწვრთნას
არსენ ვენგერმა ის კლუბები და ნაკრებები დაასახელა, რომელთაც მისი მოწვევა სურდათ