არსენ ვენგერი: მიუნხენის "ბაიერნი"? დამიკავშირდნენ და...

AutoSharing Option
ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა, რომლის სახელსაც ბოლო დროს მიუნხენის "ბაიერნთან" აკავშირებდნენ, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

"მე არასდროს ვყოფილვარ მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელობის კანდიდატი. მე დამიკავშირდნენ, თუმცა თავად არ მსურდა ახალი სამსახური. თუმცა, ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ აღარასდროს გავწვრთნი რომელიმე კლუბს", - განაცხადა 70 წლის მწვრთნელმა.

2018 წლიდან "ბაიერნს" ხორვატი ნიკო კოვაჩი წვრთნიდა, თუმცა ფრანკფურტის "აინტრახტთან" გასვლაზე 1:5-ით წაგების შემდეგ გაათავისუფლეს. ამჟამად მწვრთნელობის მოვალეობებს ჰანც დიტერ ფლიკი ასრულებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული