მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გერმანული გრანდის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ 3-ჯერ გახდა, რაც კლუბის რეკორდი გახლავთ.
გამოკითხვაში, რომელსაც ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინა, 31 წლის თავდამსხმელმა ხმების 76% მიიღო. პოლონელმა სერჟ გნაბრისა (10%) და მანუელ ნოიერს (6%) აჯობა.
გასულ თვეში ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" რიგებში 6 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მიუნხენელთა ფორვარდი ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს.