ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტამ" გვაუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ანტე კოვიჩი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბერლინელებს ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდათ; თანაც, დედაქალაქელები ბუნდესლიგის ბოლო ტურში გასვლაზე "აუგსბურგთან" 0:4 განადგურდნენ.

"ჰერტამ" ასევე გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდის ახალი მენეჯერი გერმანიის  ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იურგენ კლინსმანი იქნება, რომელიც ერთი ხანობა მიუნხენის "ბაიერნსაც" ავარჯიშებდა.

კლინსმანი ბოლოს აშშ-ის ნაკრებს ედგა სათავეში, საიდანაც 2016 წელს წამოვიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები !
გადასარევი გიორგი
03:55 28-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული