"დორტმუნდის" ნახევარმცველმა აკსელ ვიტსელმა უჩვეულო ტრავმა მიიღო.
კლუბის საიტის ცნობით, ვიტსელი სახლში წაიქცა, სახის დაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს და წელს ვეღარ ითამაშებს.
30 წლის ვიტსელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.