კოუტინიომ თავი შეგვახსენა - "ვერდერთან" 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-15 ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 6:1 გაანადგურა "ვერდერი".

"ბაიერნში" საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნახევარმცველმა კოუტინიომ, რომელმაც ჰეთ-ტრიკი შესრულა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ელბერის შემდეგ "ბაიერნში" ჰეთ-ტრიკის შემსრულებელი პირველი ბრაზილიელია.

რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ბუნდესლიგაზე გატანილი 220 გოლით იუპ ჰაინკესს გაუთანაბრდა და მასზე მეტი მხოლოდ კლაუსს ფიშერსა (268) და გერდ მიულერს (365) აქვთ გატანილი.

"ბაიერნი" 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 დეკემბერს სტუმრად "ფრაიბურგს" შეხვდება.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ვერდერი 6:1
გოლები: 0:1 რაშიცა (24),
1:1 კოუტინიო (45), 2:1 ლევანდოვსკი (45+4), 3:1 კოუტინიო (63), 4:1 ლევანდოვსკი (72), 5:1 მიულერი (75), 6:1 კოუტინიო (78)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული