"დორტმუნდმა" სახლში ლიდერთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-16 ტურში "დორტმუნდი" სახლში ლიდერ "ლაიპციგს" დაუზავდა - 3:3.

"ლაიპციგი" 34 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, "დორტმუნდი" კი 30 ქულით - ჯერჯერობით მესამეზე.

სტუმართა გუნდის 23 წლის თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა მიმდინარე ტურნირზე 16 მატჩში 18 გოლი გაიტანა - ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 1977 წელს, 19 გოლი, მხოლოდ ლეგენდარულმა გერდ მიულერმა დააფიქსირა.

"დორტმუნდის" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგაზე 22 გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - 19 წლის და 267 დღის.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 80 200 მაყურებელი
დორტმუნდი - ლაიპციგი 3:3
გოლები: 1:0
ვაიგლი (23), 2:0 ბრანდტი (34), 2:1 ვერნერი (47), 2:2 ვერნერი (53), 3:2 სანჩო (55), 3:3 შიკი (77)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული