"ბაიერნმა" ახალი წლის წინ მადლობა თავისი გუნდის უცხოელ გულშემატკივრებს და მათ შორის, ქართველ ქომაგებს გადაუხადა.
"დიდი მადლობა", - წერს "ბაიერნი" თავის "ფეისბუქის" გვერდზე ქართულად.
3 საათის განმვლობაში პოსტს 4 200 მოწონება, 535 კომენტარი და 779 გაზიარება აქვს.
17 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგაში 33 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ ლაიპციგს" 4 ქულით ჩამორჩება და 11 იანვარს სტუმრად "ნიურნბერგს" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ბაიერნმა" B ჯგუფში ექვსივე მატჩში იმარჯვა და მერვედფინალში "ჩელსის" შეხვდება.