დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა ერლინ ჰოლანმა ტრანსფერის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ხანი ოცნებობდა, "დორტმუნდის" წევრი გამხდარიყო და "სიგნალ იდუნა პარკის" ატმოსფერო შეეგრძნო.
"ბორუსიასთან" მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ბევრს ველაპარაკებოდი ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს, მიხაელ ცორკს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუსიენ ფავრს.
თავიდანვე ვოცნებობდი, "დორტმუნდის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი, რომ ამ სტადიონის ატმოსფერო შემეგრძნო. უკვე მინდა იქ ყოფნა", - ციტირებს ჰოლანს "ბორუსიის" პრესსამსახური.
"დორტმუნდს" ჰოლანდის ტრანსფერი 45 მილიონი დაუჯდა