მიუნხენის "ბაიერნის" საშინაო სტადიონ "ალიანც არენაზე" მმართველი რგოლის ახალი წევრის - ოლივერ კანის პრეზენტაცია გაიმართა.
50 წლის გერმანელი მიუნხენური კლუბის სისტემაში 11 წლის შემდეგ დაბრუნდა, ანუ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
2 წლის განმავლობაში, ოლივერ კანი "ბაიერნის" დირექტორ კარლ ჰეინც რუმენიგეს დაეხმარება, ხოლო 2022 წლის დასაწყისიდან, როცა რუმენიგეს კონტრაქტი დაუმთავრდება, ბავარიული გრანდის ახალი ხელმძღვანელი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება.