მადრიდის "რეალმა" მცველი მიუნხენის "ბაიერნში" გაანათხოვრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების 24 წლის მცველი ალვარო ოდრიასოლა "სამეფო კლუბმა" მიუნხენის "ბაიერნში" გაანათხოვრა.

აღნიშნული ინფორმაცია გერმანულ გრანდში დაადასტურეს და ოდრიასოლას "ბაიერნის" ფორმაში გადაღებული პირველი ფოტოებიც გაავრცელეს.

ესპანელი მარჯვენა მცველი მიუნხენურ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს და ბავარიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული