"ბაიერნი" "აუდისაგან" საოცარ თანხას მიიღებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბავარიულმა გრანდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ავტოკონცერნ "აუდისთან".

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, "აუდისა" და "ბაიერნს" შორის  ხელშეკრულება 2029 წლამდე გაფორმდა. კლუბს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა Bild-ის მიხედვით, ხელშეკრულების პერიოდში "ბაიერნი" 500 მილიონ ევროს მიიღებს. "აუდი" მიუნხენელებთან უკვე 17 წელია თანამშრომლობს.

"ძალიან ბედნიერი ვარ თანამშრომლობის ვადაზე ადრე გაგრძელებით "აუდისთან". "ბაიერნისთვის" ეს შეთანხმება მომავალზე გათვლილ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ "ბაიერნი" და "აუდი" , ამ თანამშრომლობას კი დივიდენტები ორივე მხარისთვის მოაქვს.
ახლა ეს თანამშრომლობა ოფიციალურად გაგრძელდა, დაახლოებით, 10 წლით", - განაცხადა "ბაიერნის" დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ. 

alt"ბაიერნმა" კანი წარადგინა - 2 წელში ოლივერი რუმენიგეს ადგილს დაიკავებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული