ზაგრების "დინამოსა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი დანი ოლმო კარიერას "ლაიპციგში" გააგრძელებს.
21 წლის ოლმო "ლაიპციგმა" 20 მილიონ ევროდ შეიძინა და 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა კონტრაქტი.
ხორვატიული კლუბი კიდევ 5 მილიონს ბონუსების სახით და მომავალში ფეხბურთელის ტრანსფერიდან პროცენტებს მიიღებს.
ოლმომ ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 22 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, ეროვნულ გუნდში კი მისი დებიუტი მალტასთან შეხვედრაში შედგა.