"დორტმუნდი" ემრე ჯანს 23 მილიონად ყიდულობს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველი ემრე ჯანი, დიდი ალბათობით, კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "დორტმუნდი" 26 წლის ნახევარმცველს აუცილებლად შეიძენს.

ეს სიამოვნება გერმანულ კლუბს 23 მილიონი ევრო დაუჯდება. მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

"დორტმუნდი" მას კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.

მიმდინარე სეზონში სერია A-ს 8 მატჩში ემრეს თავი არაფრით არ გამოუჩენია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული