პოლ პოგბა სხვა გრანდში? - იტალიელები ზამთრისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთებას აპირებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსში" აღმოჩნდეს.

როგორც Tuttosport-ი იტყობინება, ტურინული კლუბი მზად არის, "მანჩესტერს" პოგბას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო და გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი შესთავაზოს.

"იუვენტუსში" არ სურთ დაელოდონ ზაფხულს და პოგბას დამატება ამ ზამთარშივე სურთ, რადგან მადრიდის "რეალთან" და პსჟ-სთან კონკურენციისაგან გაქცევა უნდათ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ფრანგი სწორედ ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული