ფანტასტიკური ჰოლანი - 3 მატჩში 7 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, ბუნდესლიგის მე-20 ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "უნიონი" 5:0 გაანადგურა.

რაც 19 წლის ერლინ ჰოლანი გადავიდა, "დორტმუნდმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყოველ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ჰოლანმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ 3 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მატჩში ანგარიში ჯეიდონ  სანჩომ გახსნა - ის 20-წლამდე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაზე 25 გოლი გაიტანა.

"დორტმუნდი" 39 ქულით მესამე ადგილზეა და 8 თებერვალს ლევერკუზენში "ბაიერს" დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - უნიონი 5:0
გოლები:
1:0 სანჩო (13), 2:0 ჰოლანი (17), 3:0 როისი (68, პენ), 4:0 ვიტსელი (70), 5:0 ჰოლანი (76)


მკითხველის კომენტარები / 2 /
სამ მატჩში 7 გოლი გაიტანა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული