ჰოლანის ბოლო წუთზე გაცუდებული შანსი, რაშიცას გოლი - "დორტმუნდი" გერმანიის თასს დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის მერვედფინალში "ვერდერმა" სახლში 3:2 სძლია "დორტმუნდს" და მეოთხედფინალში გავიდა.

ერთი გოლი შეცვლაზე შესულმა "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა გაიტანა, რომლის ანგარიშზე 4 პირველ მატჩში 8 გოლია, რაც ბუნდესლიგის გუნდებისთვის რეკორდია. თანაც, ნორვეგიელს სრულად არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

ერთი გოლი "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ჯოვანი რეინამ გაიტანა და გერმანიის თასზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა - 17 წლის და 82 დღის. ის აშშ-ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კლაუდიო რეინას შვილია. მან შვილს სახელი "რეინჯერსში" თანაგუნდელის, ჯოვანი ვან ბრონჰორსტის საპატივცემულოდ დაარქვა.

"ვერდერის" შემადგენლობაში
კი, მე-3 გოლი მილოტ რაშიცას ანგარიშზე გახლდათ. შეგახსენებთ, რაშიცა კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელია.


ბრემენი. "ვეზერშტადიონი". 41 616 მაყურებელი
ვერდერი - დორტმუნდი 3:2
გოლები: 1:0 სელკე (16), 2:0 ბიტენკური (30), 2:1 ჰოლანი (67), 3:1 რაჩიცა (70), 3:2 რეინა (78)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული