"ბაიერნის"პრეზიდენტი: რონალდო ჩვენთვის ძალიან ბებერია

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს მიაჩნია, რომ "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი რონალდო ასაკის გამო მათი გუნდისთვის არასაჭირო ფეხბურთელია.

"პრესაში "ბაიერნს" ბევრ მოთამაშეს უკავშირებენ. რონალდო ჩვენთვის ძალიან ბებერია", - განუცხადა ჰაინერმა TZ-ის.

რონალდო გასულ კვირაში 35 წლის გახდა, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე "იუვეში" 27 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა დროს ამის სიბერეა, ჯერ ბავშვია, ვერ ხედავთ მის ვარცნილობას, კიკინა უკეთია და მალე დედამისი ბანტით დაუწყებს ტარებას საბავშვო ბაღში.
ჰა, ჰა, ჰა
13:41 08-02-2020
7
კი ძალიან ბებერია 27 თამაში 22 გოლი და 3 პასი.
G.LA
11:09 08-02-2020
3

სიახლეები პოპულარული