"აინტრახტის" ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, მთელი გუნდი კარანტინში გადავიდა

AutoSharing Option
"აინტრახტმა" განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. 

"მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ინფიცირების ტიპური სიმპტომები დაეწყო, მას ტესტი ჩაუტარდა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. მთელი გუნდი და პერსონალი ტესტირებას გაივლიან, ასევე, 14-დღიან სავალდებულო კარანტინში გადავლენ." - ნათქვამია განცხადებაში. ფეხბურთელის ვინაობა კი არ გასაჯაროვდა. 

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას აცნობა უცნობი პნევმონიის გავრცელებაზე. დღეს მსოფლიოში 210 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 8.5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადება პანდემიად აღიარა. 

altკიევის "დინამოს" ექსფეხბურთელი კორონავირუსზე:

ეს სიყალბეა

altსალაჰი ეგვიპტეს კორონავირუსთან ბრძოლაში ერთი მილიონი ევროთი დაეხმარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული