მათეუსი: ნოიერი "ბაიერნს" 40 წლამდე თამაშის გარანტიას ვერ მისცემს

AutoSharing Option
დიდმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მეკარე მანუელ ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტის 2025 წლამდე გაგრძელება მოითხოვა, ბავარიული კლუბი კი ხელშეკრულების 2023 წლამდე გახანგრძლივებაზეა თანახმა.

"არ მახსოვს, რომ "ბაიერნს" ვინმე ნოიერზე მეტად დაეფასებინოს, თუმცა ტრავმებისადმი ასე მიდრეკილი ფეხბურთელისთვის 39 თუ 40 წლამდე კონტრაქტის გაგრძელება რთულია.

მანუელს უნდა ახსოვდეს, რომ მადლიერება ცალმხრივი მოძრაობის გზა არ არის", - განუცხადა მათეუსმა Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული