თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა "დორტმუნდში" თავისი თამაში შეაფასა.
"უნდა გესმოდეს, როგორ ფორმაში ხარ; რამდენად კარგია კლუბი და ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ; როგორ გეხმარებიან და ზრუნავენ შენზე. თავის დროზე "ზალცბურგი" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.
საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად უნდა შევაფასო. ჩემ გარდა, ბევრი კარგი ფეხბურთელია და საუკეთესო არ ვარ.
თავს შესანიშნავად ვგრძნობ, თითქოს სიზმარში ვარ. თუმცა იყო მატჩები, რომლებშიც თავი ვერ წარმოვაჩინე. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი მელის", - ციტირებს ჰოლანს "მარკა".
ამ სეზონში 19 წლის ნორვეგიელმა
"დორტმუნდში" 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.