გერმანიის პოლიცია ბუნდესლიგის განახლების წინააღმდეგია

AutoSharing Option
გერმანიის პოლიციის კავშირის ვიცეპრეზიდენტი იორგ რადეკი 9 მაისს ბუნდესლიგის განახლების წინააღმდეგია.

"უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ კავშირი საფეხბურთო მატჩების პრინციპულად წინააღმდეგი არაა. ისიც მესმის, რომ ბევრს ძველი თამაშების ყურება მობეზრდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ სიტუაციაში ვიმყოფებით. გერმანიის საფეხბურთო ლიგამ სეზონის განახლების გეგმა უნდა შეიმუშავოს, რადგან ჯერ ყველა ასპექტი გათვალისწინებული არ არის.

სეზონის განახლებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. სტადიონზე ვითარების კონტროლირება შეიძლება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი - არა. პანდემიისას გულშემატკივრები სტადიონებთან არ უნდა შეიკრიბონ. ეს არამარტო აკრძალული, არამედ უპასუხისმგებლოა. თუ ადგილი წესრიგის
დარღვევას ექნება, პოლიცია საქმეში ჩაერევა", - ციტირებს რადეკს Frankfurter Allgemeine Zeitung-ი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული