ბუნდესლიგა 9 მაისს არ განახლდება

AutoSharing Option
გერმანიის მთავრობამ ბუნდესლიგის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი განსახილველად მომავალი კვირისთვის გადადო.

კანცლერმა ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების წარმომადგენლებმა სამიტზე კორონავირუსის საკითხზე იმსჯელეს. ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელმა ჰელგე ბრაუნმა რეზოლუციის პროექტი მომავალ კრებაზე უნდა წარადგინოს, რომელიც 6 მაისს გაიმართება.

გასულ კვირაში გერმანიის ფეხბურთის კავშირმა ბუნდესლიგის 9 მაისს განახლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

იმდენად, რამდენადაც მთავრობამ ბუნდესლიგის განახლებაზე მსჯელობა გადადო, ჩემპიონატი 9 მაისს ვერ განახლდება.

ბუნდესლიგის გუნდებმა კი ვარჯიშები უკვე დაიწყეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული