ბუდუმ "ფელტინს არენაზე" რეპეტიცია გაიარა და იომა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „შალკეს“ დაუზავდა - 0:0

მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც 26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. დღევანდელმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და „ფელტინს არენა“ პირთამდე გაივსო. „კარლსრუეს საქომაგოდ 5 ათასი გულშემატკივარი გაჰყვა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო, თავდაუზოგავად გაისარჯა, სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი პირველ ტაიმში ტომაშ კალასმა დაბლოკა, ხოლო მეორეში - ტომას აუეიანმა. ერთხელ გატანა მეკარე პატრიკ დრევესმა არ დაანება. ქართველმა კენან კარამანს ყვითელი ბარათი
მიაღებინა. თუმცა, ბურთზე ბრძოლისას 63-ე წუთზე მეტოქეს ეუხეშა და თავადაც გააფრთხილეს. ბუდუ 69-ე წუთზე შეცვალეს.

„კარლსრუე“ 39 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 6 აპრილს „სანტ პაულის“ უმასპინძლებს.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“. 61 653 მაყურებელი
შალკე - კარლსრუე 0:0

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბუდუს მალადეც წავიდა კლუბშიც გააგრძელა, შესვენების გარეშე. დაგვილეწეს ნახევარი ნაკრები ბერძნებმა. როგორი ძაღლი გუნდია
რაბუ
01:32 01-04-2024
1
უყვართ ფეხბურთი თანაც შალკე ერთდროს ბავარიის მთავარი მოწინააღმდეგე იყო რამდენიმე წელი( რა უქნეს გაზპრომს დარხეული აქვს ფული არ უნდა უჭირდეს) კარსლუეც უმაღლეს ლიგაში დაბორიალობა გადავა პირველში გავარდება მაგრამ მთავარი რაც მინდოდა ერთგული გულშემატკივრები არიან ჩვენსავით მარტო დიდ კლუბთან რაც იშვიათია მარტო ზოგიერთ თამაშს ესწრებიან მეტო ნაკრებს კიარა ბიჭებს ჩვენ ჩემპიონატებში უნდა ეძლეოდეთ საშუალება ბევრი ხალხის გვერდში დგომით სავსე მოედანზე მიეჩვიონ თამაშს მერე ნაკრებში მუხლი რომ არ აუკანკალდეთ თქვენ კიდე ზიხარ სახლშიდა როგკითხოს კაცმა ფეხბურთი გიყვარს და გესნის ამბიციაც გაქ წადით ვისაც ბილეთი რა მოსატანია დრო დაუთმეთ ჩვენ ბავშვებს რომ ნამდვილ საფეხბურთო გარემოში გაიზარდნონ.
კახაიინაღმდეგე
22:26 31-03-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული