18 მაისს, ბუნდესლიგის 26-ე ტურში "ბაიერმა" გასვლაზე 4:1 მოუგო "ვერდერს".
დუბლი 20 წლის ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა შეასრულა, რომელსაც ლევერკუზენელები 100 მილიონ ევროდ აფასებენ. გოლი + საგოლე პასის სისტემით (9+7) ის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესოა.
"ბაიერმა" 3 გოლი თავით გაიტანა, რაც ერთ მატჩში გერმანიის ჩემპიონატზე უკანასკნელად 2014 წელს მოხდა.
"ფამაცევტთა" წაუგებელმა სერიამ 11 მატჩი შეადგინა, მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ "ლაიპციგს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება "ვერდერს", ბოლო 12 შეხვედრიდან 10 წააგო და 18 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.
ვერდერი
- ბაიერი 1:4
გოლები: 0:1 ჰავერცი (28), 1:1 სელასიე (30), 1:2 ჰავერცი (33),1:3 ვეისერი (61), 1:4 დემირბაი (78)