"ბაიერნმა" "აინტრახტთან" რევანში აიღო - 26 მაისს გერმანული კლასიკოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მაისს, ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 5:2 დაამარცხა და პირველ წრეში 1:5 განადგურების გამო რევანში აიღო.

"ბაიერნი" კვლავ ლიდერია, "დორტმუნდს" 4 ქულით უსწრებს და 26 მაისს ამ გუნდს გასვლაზე შეხვდება.

ტომას მიულერმა ფრანკფურტელებთან მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. 17 საგოლე პასით ის მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია.

რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა და 27-27 გოლით ჩირო იმობილესთან (ლაციო) ერთად ტოპ 5 ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია.

"აინტრახტის" მცველმა მარტინ ჰინტერეგერმა 3 გოლი გაიტანა - 2 მეტოქის,
1 კი საკუთარ კარში.

აღსანიშნავია, რომ "აინტრახტმა" უკანასკნელად "ბაიერნს" მიუნხენში 2000 წელს სძლია.

ბაიერნი - აინტრახტი 5:2
გოლები: 1:0 გორეცკა (17), 2:0 მიულერი (41), 3:0 ლევანდოვსკი (46), 3:1 ჰინტერეგერი (52), 3:2 ჰინტერეგერი (55), 4:2 დევისი (61), 5:2 ჰინტერეგერი (74, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული