"ბაიერნმა" "დორტმუნდს" სძლია და 7 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მაისს, ბუნდესლიგის 28-ე ტურის და ალბათ, ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში "ბაიერნმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "დორტმუნდი".

მიუნხენურმა გუნდმა ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე უახლოესი მდევარი 7 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონის მორიგ ტიტულს მიუახლოვდა.

"ბაიერნის" 34 წლის მეკარე მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატზე მე-400 მატჩი ჩაატარა. გოლკიპერის დებიუტი 2006/07 წლების სეზონში შედგა და მას შემდეგ მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა არავის მიუღია.

"ბაიერნმა" "დორტმუნდს" ბუნდესლიგის ბოლო სამი შეხვედრა საერთო ანგარიშით 10:0 მოუგო.

"დორტმუნდმა" ჩემპიონატის უკანასკნელ 39 საშინაო მატჩში პირველად ვერ გაიტანა გოლი.

დორტმუნდი -
ბაიერნი 0:1
გოლი: კიმიჰი (43)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული