გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დორტმუნდის" ნახევარმცველ მარკო როისს ბარძაყზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ახლა კი კლუბის საიტი იტყობინება, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ფოტოსაც აქვეყნებს.
მას ტრავმის გამო თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და კლუბის ცნობით, მალე მწყობრში ჩადგება.
ამ სეზონში მარკომ გერმანიის ჩემპიონატის 19 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
30 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფი "დორტმუნდი" ლიდერ "ბაიერნს" 7 ქულით ჩამორჩება.