ჰოლანმა გამარჯვების გოლი 90+5-ე წუთზე გაიტანა, მისმა მწვრთნელმა ზეიმისას ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 31-ე ტურში "დორტმუნდმა" დიუსელდორფში "ფორტუნას" 1:0 ერლინ ჰოლანის მიერ 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია.

გოლის შემდეგ გახარებული "დორტმუნდის" მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ჰაერში შეხტა და ფეხი იტკინა.

"დორტმუნდი" "ბაიერნს" 4 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოქროს მედლების ვადამდე მოპოვების საშუალება არ მისცა.

ჰოლანმა "დორტმუნდში" ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან ჩემპიონატზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლისას 6 გოლი გაიტანა და 2014/15 წლების სეზონში ნილს პეტერსენის დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

დღეს "ბაიერნი" "გლადბახს" მასპინძლობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული