ლევანდოვსკი "ოქროს ბურთზე": ყველაფერი შესაძლებელია

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი მოსაზრება "ოქროს ბურთზე" გამოთქვა.

"გასული წლის დეკემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე ვიყავი (იცინის). ვნახოთ. მე ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესოდ წარმოვჩინდე, მოვიგო ტურნირები და ბევრი გოლი გავიტანო, მაგრამ ასეთი ჯილდო კოლექტიურ ტროფეისთან ერთად მოიპოვება. ეს ყველაზე მთავარია.

"ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია (იცინის)", - განუცხადა ლევანდოვსკიმ "ფრანს ფუტბოლს".

31 წლის პოლონელმა ამ სეზონში 39 მატჩში 45 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი განაახლა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მესის სეზონის დასაწყისშივე არ მიეღო ტრავმა, რის გამოც გაუცდა რამოდენიმე თვე, ვნახავდით რაის კანდიდატი იქნებოდი ოქროს ბუცზე. ლევანდოვსკის ნამდვილად არ ვაკნინებ როგორც ფეხბურთელს, კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, მესი როგორი დაგეშებულია გოლებზე.
კახა
19:42 16-06-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული